ნოდარ დუმბაძის და დისერტაციების არ იყოს, სანამ ჩვენი უბნის “სორნიაშიკის” კატასაც გაუკეთებია ბლოგი, მეც გავაკეთე.
ეს არ იქნება იმ კეთილშობილ ბლოგთაგანი, რომლებიც მიზნად ისახავენ უპირველეს ყოვლისა მკითხველთა და სუბსკრაიბერთა განათლებას, ამ ცხოვრების აზრზე მოყვანას, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარებას, etc. და მხოლოდ ამის შემდეგ (მხოლოდ ამის!) მათი მფლობლების ნიჭისა და ამბიციების რეალიზაციას. ეს იქნება უბრალო ბლოგი, სადაც, უხეშად რომ ვთქვათ, რაც თავში დამკრავს და გამიხარდება, იმას დავწერ :)
პ.ს. შევისწავლი ბრბოს ფსიქოლოგიას, მთლიანობაში და ცალკეული ინდივიდების დონეზე. თქვენ შეგილიათ ხელი შემიწყოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. ეს საოცრად მარტივია: უბრალოდ დააკომენტარეთ პოსტები ;) ამას დაგიფასებთ მადლიერი შთამომავლობა.
“ამას დაგიფასებთ მადლიერი შთამომავლობა.”
ამაზე გიცანი :დ
:)))))) იხარე