ამას წინათ ვიხსენებდი, რომ დღიურების ოთხტომეული მაქვს დაწერილი. არ ვიცი, რას მოჰყვა, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიხსენე, როგორ დაოთხილი ვწერდი ყველაფერს, რაც მაშინ ხდებოდა ჩემს თუ სხვის თავს. რა დიდი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება მე მქონდა, მაგრამ რაც იყო, გულდასმით და რაც მთავარია, ენთუზიაზმით ვიწერდი. თან საშუალოდ ყოველ კვარტალში ერთხელ გადავხედავდი ძველ ნაწერებს და გაოცებას ვიყავი, რა პატარა ვყოფილვარ-მეთქი. ხომ სასაცილოა, 15 წლისა რომ აღშფოთდები 14 წლის მარის ჩანაწერებზე :) მოკლედ…
გადავწყვიტე იგივე განვაგრძო, ოღონდ In a 12th century style, ანუ ელექტრონულად. ამჯერად ნაკლებად პრივატული კონტენტი იქნება. ისეთი, ვინმეს ფეხი რომ დაუცდეს, ან ქუდი რომ შემოუგდონ და შემოჰყვეს _ შით, არადა ესა და ეს მეწერა-მეთქი, რომ არ დამცხეს.
კიდევ უფრო მოკლედ: ქართულო ბლოგ-სივრცევ, შეგიძლია ბრაცკი პანჩური ამომარტყა და “მოხვედი, ჯიგარო?” მომაძახო.